ახლა გაკვეთილების სკეტჩებზეც (👉 სკეტჩი/sketch - სახუმარო შინაარსის მცირე საესტრადო პიესა) მინდა დავწერო. ბევრი ვიფიქრეთ, რომელი გაკვეთილები გაგვეშარჟებინა და არჩევანი მათემატიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე (აქ მეც ჩამრთეს 😁) შევაჩერეთ. რა თქმა უნდა, მიხვდებით, რომ რეალურ გაკვეთილებზე ასე არ ვიქცევით და მასწავლებლების სახასიათო ქცევები ჰიპერბოლიზებულია. 🙂 🤭
აღსანიშნავია, რომ ონისე მასწავლებელი შარშან, მე-11 კლასის მეორე სემსტრში, ასწავლიდა ცუნცულებს. მირიანისა და ონისე მასწის ურთიერთობა, მართლაც, ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელი იყო და სწორედ ამ თემაზე გადავწყვიტეთ ვიდეოს გადაღება. ვფიქრობთ, რომ ძალიან თბილი ვიდეოები გამოგვივიდა და იუმორსაც დაგვიფასებთ.
ონისე მასწის როლი, ვფიქრობ, საუკეთესოდ შეასრულა საბა მურღულიამ, ნანა მასწის - ქეთი ახვლედიანმა, ხოლო ჩემი - ანი მუმლაძემ. რასაკვირველია, ეს ვიდეოები ასეთი კარგი არ გამოვიდოდა, არამთავარი როლების შემსრულებლების გარეშე. 🙏 ძალა ერთობაშია!
სცენარისტი გახლავთ - ანი მუმლაძე, თუმცა ბიოლოგიიხ გაკვეთილის გადაღების პროცესში ცუნცულების იდეებიც გავითვალისწინეთ. ვიდეოს სულისჩამდგმელი და ედიტორი კი ჩვენი პატარა ნიკოა. ვიდეოს სანახავად დააწკაპეთ აქ და დააწკაპეთ აქ
დაბოლოს, სიგელების ნომინაციებზე იმუშავეს. Ana Mardaleishvili Ani Mumladze Akhvlediani Keti
სიგელების ტექნიკურ მხარეზე ასევე იზრუნა ჩვენმა რეპერმა ანკამ.
No comments:
Post a Comment