ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" (eTwinning Plus) ელჩი/ტრენერი.
ონლაინ პროექტი - 1921 წლის 25 თებერვალი
დღეს ჩემმა გონიერმა მეცხრეკლასელებმა: ლიზი კუჭავამ, ნინი ჯვარშეიშვილმა, გაბი კირთაძემ, მათე გიორბელიძემ, რეზი დარსაველიძემ, გიორგი უგრეხელიძემ, მარიამ შონიამ, მარიამ გელაშვილმა, თარაშ დოლაბერიძემ და ქეთი კუპრეიშვილმა თავიანთ თანაკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაციები 1921 წლის საქართველოს ოკუპაციაზე. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, რისი გაკეთება მოესწრო 3 წელიწადში, დამოუკიდებლობის პირობებში, ვინ იყვნენ მთავრობის წევრები, როგორ დაიწყო რუსულმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია, როგორ დავთმეთ თბილისი, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში და ისაუბრეს ქართველ გმირებზე: იუნკრებზე, მარო მაყაშვილზე, გიორგი კვინიტაძეზე, გიორგი მაზნიაშვილზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მიხა ხელაშვილზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა უმეტესობას გათვალისწინებული ჰქონდა ციფრული პრეზენტაციის სპეციფიკა. პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე - პრეზენტაციები ( ციფრული პრეზენტაციის ელემენტებს მანამდე ერთი გაკვეთილიც დავუთმეთ, ამიტომაც წარმატებული პრეზენტაციის აგების ოქროს წესების დაცვამ განსაკუთრებით გამახარა.) სლაიდები საინტერესო და ინფორმაციული იყო, ხოლო გამოყენებული წყაროები კი მრავალფეროვანი. გამოწვევად კვლავ რჩება დროის ლიმიტის დაცვა და გამართული სალიტერატურო ქართულით მეტყველება, თუმცა ამას დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ. ;) ამ ონლაინ პროექტის განხორციელებისათვის კი შთაგონების წყაროდ იქცა ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოცემული კოლაუ ნადირაძის ლექსი "25 თებერვალი" და ნაწილობრივ კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა "დიდი იოსები", რომელიც მოგვიანებით უნდა შევისწავლოთ და პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის გარეშე კი მოთხრობის ადეკვატურად გააზრება შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, ონლაინ პროექტის მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს არამხატვრული ტექსტის გააზრება, ყურადღება გაამახვილეს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც, გაანალიზეს ტექსტში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაცია და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები. ზემოთ ხსენებული ონლაინ პროექტის პრეზენტაციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე- ვიდეო
Subscribe to:
Posts (Atom)
respect
ReplyDeleterespect+
DeletePrivate-ზე არის ვიდეო და ხალხი ვერ ნახავს.
ReplyDeleteსამწუხაროდ ვიდეო ჩაკეტილია..არ ხსნის
ReplyDeletehttps://www.youtube.com/watch?v=d8ImFODDu1E&t=3s -ახლა შეგიძლიათ ნახოთ. <3
Delete