eTwinningPlus


სამუშაო შეხვედრა სომხეთის eTwinning ამბასადორებთან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ სომხეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები და პროგრამის ამბასადორები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სომეხ კოლეგებთან. ჩატარდა სხვადასხვა თემატიკის ვორქშოპები და სესიები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ დაგროვილი გამოცდილება და დაეგეგმათ სამომავლო, ერთობლივი აქტივობები.
 





eTwinning-ის წლიური ონლაინ კონფერენცია



კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“

ასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“.
კონფერენციას პროგრამაში ჩართული, საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი 120 მასწავლებელი, განათლების ექსპერტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. eTwinning-ის კონფერენციის მიზანია გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე მიდგომების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარებათ გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი, მედიაწიგნიერი, დემოკრატიული და გლობალურად განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
კონფერენციას სპეციალური მომხსენებლის სტატუსით დაესწრო სინდი შაიბი, ითაკას კოლეჯის (აშშ) სრული პროფესორი განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაციის (NAMLE) წევრი, მასწავლებლის სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ თანაავტორი.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატურ შეხვედრებში, ისეთ თემებზე როგორიცაა მედიაწიგნიერება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის დანერგვის მექანიზმები, მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა. შეხვედრებს უძღვებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები ასევე, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები და პროგრამების წარმომადგენლები.
კონფერენციაში ჩართული მასწავლებლებმა, მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმართულებების შესაბამისად, ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა სასწავლო პროექტების გეგმებზე. სამუშაო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტები განთავსდება eTwinning-ის პორტალზე.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას. eTwinning-ი, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, უკვე მრავალი წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინ სივრცეში https://school-education.ec.europa.eu/en . eTwinning-ის ფარგლებში მასწავლებლებს ევროპის 44 ქვეყნიდან შეუძლიათ საერთო პროექტების დაგეგმვა/განხორციელება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებთან თანამშრომლობა.
eTwinning-ის პლატფორმაზე საქართველოდან რეგისტრირებულია 2300 მასწავლებელი 1400 სკოლიდან. 2013 წლიდან დღემდე პორტალზე დაიგეგმა 5000-მდე პროექტი ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით.
 


პროექტის "SOS" ჯილდოები: ნაციონალური და ევროპული ხარისხის ნიშნის მქონე სერთიფიკატები.



პროექტის სერტიფიკატები შეგიძლიათ იხილოთ  აქ 

პროეტის ბლოგი იხილეთ  აქ




ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის  41-ე  საჯარო სკოლამ  e-Twinning-ის სკოლის ტიტული უკვე მეორედ მიიღო.


უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქაც.


eTwinning - ის წლის შემაჯამებელი კონფერენცია „კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები" 

(25-26 დეკემბერი)

  კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ  განხორციელებული პროექტების შესახებ  საუკეთესო პრაქტიკა, მიეღოთ კოლეგების უკუკავშირი, გაცნობოდნენ მრავალფეროვან დამხმარე რესურსებს, დასწრებოდნენ eTwinning-ის ამბასადორების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს და განესაზღვრათ სამომავლო საქმიანობა. ჩემი ვორქშოფის თემა იყო:  "გუგლის ინსტრუმენტების (Bitmoji, Creator studio) და Chatterpix-ის გამოყენება eTwinning-ის პროექტებში და  დიტანციური სწავლებისას."








უფრო დაწვრილებით კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

ამბასადორების პროფესიული განვითარების ონლაინ სემინარი - eTwinning– ის მხარდაჭერა ციფრულ სამყაროში

(3-5 დეკემბერი, 2020)

ეს პროფესიული განვითარების სემინარი ევროპული პროფესიული განვითარების ნაწილია eTwinning-ის ელჩთა ქსელისთვის. ზემოთხსენებულ სემინარზე ყურადღება გამახვილდა ციფრულ სამყაროში eTwinning– ის როლზე, ელექტრონულ უსაფრთხოებაზე, eTwinning– ის პოპულარიზაციასა და სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაზე განათლებაში.


  უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლოგზე დაწკაპებითაც.









ჩვენი პროექტი "Sparks" eTwinning-ის ყოველწლიურ გამოცემაში მოხვდა.


გამოცემის ონლაინ ვერსიის სანახავად დააწკაპეთ აქ

 


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ვერგელანდის ევროპული ცენტრის (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართული საერთაშორისო კონფერენცია "დემოკრატიული პრაქტიკა სკოლებში".



პოსტების სანახავად დააწკაპეთ  იხილეთ ბმული ხილეთ ბმული


როექტების კონკურსის "დემოკრატიული ჩართულობა" ჯილდო- eTwinning- ის სემინარი ლატვიაში.


პოსტების სანახავად დააწკაპეთ იხ. ბმული  იხ. ბმული იხ. ბმული იხ. ბმული იხ. ბმული

პროექტის "ცოცხალი დემოკრატია" ჯილდოები: ნაციონალური და ევროპული ხარისხის ნიშნის მქონე სერთიფიკატები.



2019 წლის პროექტის "Living Democracy"  ვებსაიტი შეგიძლიათ იხილოთ→ ამ ბმულზე


პოსტის სანახავად დააწკაპეთ →ამ ბმულზე

სტატიის სანახავად დააწკაპეთ → ამ ბმულზე


პოსტის სანახავად დააწკაპეთ→  ამ ბმულზე



პოსტის სანახავად დააწკაპეთ→ ამ  ბმულზე



პროექტის "ნაპერწკალი" ჯილდოები: ნაციონალური და ევროპული ხარისხის ნიშნის მქონე სერთიფიკატები.


პროექტის ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ →აქ 


სამუშაო შეხვედრა პროფესიული განვითარების მიზნით.ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი

02-04 ნოემბერი, 2017 წელი
პროგრამის eTwinningPlus-ის ტრენერ-ამბასადორები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით,  პროფესიული განვითარების მიზნით ქ.ბრისტოლში  გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება და პროექტების მართვის ახალი სტრატეგიების შესწავლა.





პროექტის "საკვები გამოსაკვლევად" ჯილდოები: ნაციონალური და ევროპული ხარისხის ნიშნის მქონე სერთიფიკატები.



პროექტის ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ→ აქ


მესამე ონლაინ კონფერენცია
eTwinning–ის ჯგუფი "კრეატიული საკლასო ოთახი"
29 აპრილი, 2017 წელი




სასწავლო ვიზიტი ამბასადორებისთვის


პოლონეთი, ვარშავა
21–24 აპრილი, 2017 წელი
პროგრამის eTwinningPlus-ის ტრენერ-ამბასადორები პოლონეთის მხარდამჭერი ნაციონალური სააგენტოსა და მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, სასწავლო ვიზიტით ქ. ვარშავაში გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ


პოსტის სანახავად დააწკაპეთ→ ამ ბმულზე




"eTwinning"- ის ბროშურა
ფოტოებზე მოცემული აქტივობები განხორციელდა ქუთაისის N41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლაში.


  პროექტის "ჩემი სამყარო-ჩემი საკლასო ოთახი" ჯილდოები: ნაციონალური და ევროპული ხარისხის ნიშნის მქონე სერთიფიკატები.



პროექტის ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ →აქ 


გაცვლითი პროგრამა "eTwinning"- ის პროექტის "მეტი ვიდრე სათამაშო"  ფარგლებში


კიევის ოლქის ქ. მონასტირიშენსკის ფიზიკა–მათემატიკის გიმნაზიამ, რომელთან ერთადაც 2014-15 წ.წ. სასწავლო წელს ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის "eTwinning"- ის ფარგლებში განვახორციელეთ სასწავლო პროექტი "მეტი ვიდრე სათამაშო" და რომელმაც უკვე მიიღო ხარისხის ნიშნის სერთიფიკატი, გამოთქვა სურვილი მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერში განგვეხორციელებინა სკოლების დამეგობრებისა და პარტნიორობის პროექტი. პროექტის მიზანია ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და კიევის ოლქის ქ. მონასტირიშენსკის ფიზიკა–მათემატიკის გიმნაზიის დამეგობრება, საგანმანათლებლო კომპეტენციებისა და გამოცდილებების გაზიარება, ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორცილება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზება საქართველოსა და უკრაინაში. მიმდინარე წლის 14–18 ოქტომბერს ჩვენს სკოლას ესტუმრა უკრაინული დელეგაცია, რომელიც 10 წევრისაგან შედგებოდა. ამ ვიზიტის დროს პროექტში ჩართულ სკოლებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ჯგუფის წევრები დაესწრნენ ინგლისური ენის გაკვეთილებს, ვებ ინსტრუმენტების დახმარებით შექმნეს პროექტის საბოლოო პროდუქტი. უკრაინელმა პარტნიორებმა მოინახულეს საქართველოს პარლამენტი, ბავშთა სოფელი SOS, ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმი, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები და ქუთაისის სხვა ღირშესანიშნავი ადგილები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის აღნიშნული ვიზიტი დაუვიწყარი გამოცდილებაა. ისინი მოუთმენლად ელიან უკრაინაში გამგზავრებას, რაც მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი.
გაცვლითი პროექტის მეორე ეტაპი შედგა 2016 წლის 4-7 მაისს. 4 წევრისაგან შემდგარი ქართული დელეგაცია ესტუმრა უკრაინას. პირველი ორი დღე პროექტის მონაწილეები იმყოფებოდნენ ქალაქ კიევში, ხოლო მესამე და მეოთხე დღეს- დაბა მონასტირიშეში. კიევში ყოფნისას მათ დაათვალიერეს სააღდგომო კვერცხების ფესტივალი, კიევის ეთნოგრაფიული და მინიატურული ხელოვნების მუზეუმები, თავისუფლების მოედანი. ესტუმრნენ წმ. სოფიას, წმ. მიქაელისა და პეჩორის მონასტრებს. ქართულ დელეგაციას მიღება მოუწყო ქალაქ უმანის აგრარულმა უნივერსიტეტმა. მათ ასევე მოინახულეს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დენდროლოგიური პარკი. პროექტის მონაწილე ქართული მხარის წევრები დაესწრნენ ინგლისური ენისა და მათემატიკის გაკვეთილებს მონასტირიშეს გიმნაზიაში და გაუზიარეს უკრაინელ თანატოლებს ვებ ინსტრუმენტები. მათ დაათვალიერეს გიმნაზიის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ლაბორატორიები. მიიღეს მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებასა და უკრაინული ცეკვის ვორქშოპში, რომელიც დაგვირგვინდა სკოლის ეზოში eTwinning-საქართველოს ვაშლის ხის დარგვით. სკოლაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაიონის განათლების განყოფილების ოფიცრები და ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილე მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები. ვიზიტის ბოლო დღეს ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა მონასტირიშეს ისტორიული მუზეუმი და დაესწრო ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.



















პროექტის ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ →აქ 


                eTwinning Plus"-ის   შემაჯამებელი კონფერენცია“

2013 წლის 22-23 დეკემბერს, მასწავლებლის სახლში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის „eTwinningPlus“-ის ფარგლებში პედაგოგების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენციას თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე პედაგოგი დავესწარით. კონფერენციაზე მასწავლებლებმა მოხსენებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზე წაიკითხეს, მათ შორის:
  • საგანმანათლებლო პროექტების მართვა;
  • როგორ უნდა გავხდეთ Appy პიროვნება. (მომხსენებელი სანდრა უნდერვუდი-შოტლანდია)
  • როგორ უნდა შევქმნათ წარმატებული eTwinning პროექტი (მომხსენებელი ჯორჯ გლასი- შოტლანდია)
  • მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში;
  • პროექტების შეფასება;
  • ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • გარემოს დაცვა
  • წიგნიერება
  • მათემატიკური წიგნიერება დ სხვ.
პროექტი „eTwinningPlus“-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები საერთო პორტალის მეშვეობით ქმნიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ინგლისელი და შოტლანდიელი კოლეგების მოხსენებები, რომლებმაც გაგვაცნეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროექტების დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობისათვის.
გავეცანით სხვადასხვა ტიპის Appy -ს და მათი მუშაობის პრინციპებს.
  კონფერენციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთისათვის გაგვეცნო ჩვენი პროექტები და გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილებები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვისათვის.

                           








პირველი ნაბიჯები: ტრენინგი „პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ზე"                                               



2013 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე განხორციელდა გრძელვადიანი ტრენინგი „პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში.
ტრენინგის  მიზანი იყო   მასწავლებლებს   გაეცნოთ თანამშრომლობითი, სასწავლო ინტერნეტ-პროექტების დანიშნულება და მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვა და მართვა, ტექნოლოგიების დახმარებით პარტნიორების ძიება და კომუნიკაცია   სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. ტრენინგზე მიწვეული მასწავლებლები ასევე გაეცნენ  eTwinning-ის პორტალზე მუშაობის სპეციფიკას.
ტრენინგი    ჩატარდა წყალტუბოში, სასტუმრო წყალტუბო-სპა-რეზორტ“-ში. 



                    



















                        eTwinningPlus-ის პრეზენტაცია ჩემს სკოლაში

2013 წლის 8 ნოემბერს, ქუთაისის ან.რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლაში გავაკეთე eTwinning-ის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას ქართულისა და უცხო ენის კათედრის გამგეებისა და წევრების გარდა ესწრებოდნენ მოსწავლეთა თვითთმართველობის წევრებიც, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ამ საიტით, ხოლო eTwinning-ზე გაწევრიანების სურვილი გამოთქვა მასწავლებლების უმრავლესობამ.










                                 eTwinningPlus-ის პროექტების ჯილდოები  და სერთიფიკატები



















eTwinning-ის საერთაშორისო კონფერენცია რომში,  27–29 ნოემბერი, 2014 წ.




eTwinning-ის პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. ↓






eTwinning-ის ფარგლებში პროექტ More than toys ერთ–ერთი აქტივობა. ერთობლივი ონლაინ გაკვეთილი უკრაინელ პარტნიორებთან ერთად.









eTwinning-ის პროექტის Gender gap –ის ერთ–ერთი აქტივობა: ონლაინ შეხვედრა სკაიპით უკრაინის პარტნიორ სკოლასთან. თემა: წარმატებული ქალები საქართველოდან და უკრაინიდან.






მხატვარ ირაკლი ჩოგოვაძის მასტერკლასი eTwinning-ის პროექტის " ხელოვნებას არა აქვს საზღვრები" ფარგლებში


მხატვარ ირაკლი ჩოგოვაძის მასტერკლასი ქუთაისის # 41 საჯარო სკოლაში by Slidely Slideshow

No comments:

Post a Comment