„გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიამ თბილისში“, 9-10 მაისს უმასპინძლა მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას თემაზე „სწავლების შესახებ“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციას სულ 99 მასწავლებელი და ოცი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
კონფერენციის პროგრამა: დღე 1 (9 მაისი)
12:00 -12:30 რეგისტრაცია, ყავა/ჩაი
12:30 -12:45 მისალმება/გაცნობა: ანდრეს კრუზი ამერიკული აკადემიის დირექტორი
12:45 – 1:30 მომხსენებელი: ნია ჭაჭიაშვილი, ამერიკული აკადემია თბილისში; ბიოლოგიის დოქტორი, პედაგოგიკის მაგისტრი ძირითადი უნარები და საგანმანათლებლო რეფორმები - დასავლეთის გამოცდილება
1:30 – 2:00 ფილმის ჩვენება: „ცვალებადი გონება“ ფილმის შემქმნელია ორეგონის უნივერსიტეტის თავის ტვინის განვითარების ლაბორატორია. ნაჩვენები იქნება ეპიზოდი ყურადღების ჩამოყალიბების შესახებ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
2:00 – 3:15 ლანჩი
3:15 – 3:45 მომხსენებელი: თამარ ტურაშვილი, ილიას უნივერსიტეტი; ფსიქოლოგიის დოქტორი, შრომითი და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი პოზიტიური ფსიქოლოგიის ინტეგრაცია სკოლებში: შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკა
3:45 -3:55 შესვენება
3:55 – 6:00 გუნდური მუშაობა, თამარ ტურაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი
მომწონს , წარმატებები
ReplyDeleteმადლობა. :)
ReplyDelete