მედიაწიგნიერების კვირეული

 მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული წელს 24-28 ოქტომბერს იყო  დაგეგმილი, ხოლო 25 ოქტომბერი სკოლებში მედიაწიგნიერების დღეა. სწორედ ამ თემაზე ჩავატარეთ გაკვეთილი ამჯერად, რომლის მიზანი მოსწავლეებში მიწოდებული ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებაა. მედიწიგნიერების კვირეულში ჩართული იყო სკოლის თვითმმართველობა. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ციფრული და ხელნაკეთი პოსტერები, დაწერეს ესეები, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები მედიაწიგნიერების აქტუალურ თემებზე (დეზინფორმაცია, კიბერბულინგი, ,,Fake News"...) , განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაერთვნენ დეზინფორმაციის საილუსტრაციო თამაშში  ,,დატოვე ამბავი ავთენტური".  დასასრულ, მოსწავლეებმა გააკეთეს Kahoot-ში შექმნილი ქვიზი და გამოვავლინეთ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლე.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპეთ აქ

პროექტის მასალები იხილეთ აქ 

ერთ-ერთი პრეზენტაციის ბმული იხილეთ აქ 

























No comments:

Post a Comment