პროექტი - "წერილები ჯარისკაცებს"- საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერა

პროექტის "წერილები ჯარისკაცებს" ფინალური ეტაპი

    ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გაუგზავნეს. ბავშვებს წერილები III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა მიუტანეს. მათ ერთ-ერთი წერილის ავტორს საჩუქრად პირველი კლასის რიგითის, გიორგი ვერულაშვილის, 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით გამოგზავნილი ჭადრაკი გადასცეს.            სამხედროებმა პატარა მეგობრებს ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების მისიისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან - ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სკოლის მოსწავლეებს 22-ე ბატალიონი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთო. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თანადგომისთვის და დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სამხედროებს კონცერტი შესთავაზეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულეს. 






















































 ჩვენი წერილები ადრესატებამდე ჩავიდა!























No comments:

Post a Comment