ჩემი 10 მცნება
- გაინტერესებდეს საქმენი შენნი;
- იცოდე შენი საგანი;
- იცოდე, რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, როდესაც თავად აღმოაჩენ;
- ხედავდე მოწაფეთა სახეებზე მათს ფიქრს, იცოდე თუ რას ელიან შენგან; პატივი ეცი მათს სატკივარს; წარმოიდგინე საკუთარი თავი მათს ადგილას.
- ნუ მისცემ მხოლოდ მწირ ინფორმაციას; ეცადე, შეაჩვიო მოსწავლე მსჯელობას, თანამიმდევრული მუშაობის უნარს და აზროვნებას;
- მიაჩვიე მოსწავლე მიხვედრას;
- მიაჩვიე მოსწავლე მტკიცების წესსა და რიგს;
- ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოდგეს; აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი;
- ნუ ეტყვი მოსწავლეს ამოხსნის გზას, რათა თავად მოწაფემ გამოიცნოს იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ, თავად იპოვოს, რაც შეიძლება მეტი;
- მიეცი მხოლოდ მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ მოსწავლეს საკუთარ აზრს.
No comments:
Post a Comment