ამ პროექტის მიზანი მოსწავლეებში კვლევის, პრეზენტაციისა და ციფრული წიგნიერების უნარების განვითარება გახლდათ. პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს: ა) ინფორმაციის მოძიება 1921 წლის ოკუპაციასა და 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებაზე; ბ) მოძიებული მასალებით ციფრული პრეზენტაციების მომზადება; გ) პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
პროექტის აქტივობები: მოსწავლეებმა 1.მოიძიეს ინფორმაცია 1921 წლის ოკუპაციაზე; 2. მოიძიეს ინფორმაცია 1924 წლის აჯანყებაზე; 2. ნახეს ზემოხსენებული აჯანყების ფაქტების ამსახველი მხატვრული ფილმი ,,ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"; 3. მოიძიეს ინფორმაცია 1924 წელს ქუთაისში, საფიჩხიაზე, დახვრეტილ მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავასა და სხვა სასულიერო პირებზე; 4. დაამზადეს ციფრული პრეზენტაციები და ვიდეორგოლი; 5. დაწერეს ჩანახატები ოკუპაციასა და აჯანყების თემაზე; 5. წარადგინეს ციფრული და სხვა რესურსები სკოლაში.
მონაწილე მოსწავლეები: ქრისტინე ბოჭორიშვილი, ანი მუმლაძე, არჩილ სანიკიძე, ანა კახიძე, ანანო მელქაძე, ანასტასია გოგელია, ანი ფურცხვანიძე, გეგე მანჯგალაძე, ირაკლი მორჩაძე, ლუკა შვანგირაძე, მარი ქობულოვი, მათე გურეშიძე, ალექსანდრე ქოჩიაშვილი, თაკო ტყეშელიაძე, აკაკი დვალიშვილი, ნიკო ერემეიშვილი, ლიზიკო ქებულაძე, გაბი კირთაძე, ლილია გამეზარდაშვილი. (XI ბ, XI დ კლასები)
იხილეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები:
No comments:
Post a Comment