2013 წლის 21 ივნისს გაიმართა მასწავლებელთა
კონკურსის „პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“
დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში. დაჯილდოებაში
მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, Microsoft საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა
დავით ასათიანმა, Intel-ის ბიზნესის განვითარების მენერმა კავკასიაში მაკა
მახათაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა გია მამულაშვილმა, USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების
პროექტს ხელმძღვანელმა ნენსი პარსმა, საქართველოში British Council-ის
დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, Innovative Systems Management-ის დირექტორმა
ნათია გაბრიჩიძემ. ცერემონიას დაესწრო გამარჯვებული და ფინალისტი 100
პედაგოგი. ცერემონიის დროს კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს გადაეცათ
პრიზები საექსპერტო შეფასების (6 პრიზი) და სასკოლო საზოგადოების არჩევანის
(13 პრიზი)
No comments:
Post a Comment